სოციალური ვიდეო
ბორჯომი სხვადასხვა ხასიათით
დილის სიჩუმე, მზის ამოსვლა, ჩიტების ჭიკჭიკი, სუფთა ჰაერი, ბავშვების ჟრიამული, უფროსების ფუსფუსი, სითბო, სიყვარული, სევდა, მონატრება - ეს ყველაფერი ბორჯომის ყოველდღიურობაა. სხვადასხვა ადგილას, იგრძნობთ სხვადასხვა განწყობას და ხასიათს. ზოგი, სიყვარულში უტყდება რჩეულს, ზოგი მღერის იმისთვის, რომ თავი ირჩინოს, ზოგი მხოლოდ თამაშსა და გართობაზე ფიქრობს, ადამიანების ოთხფეხა მეგობრები კი ერთმანეთს სითბოს უზიარებენ. ამ ვიდეოში აღწერილია ყველა ეს განწყობა და ხასიათი, რასაც მთელი დღის განმავლობაში ბორჯომის ქუჩების შემოვლისას იგრძნობთ.

საკონკურსო ვიდეოს ავტორი: მიშა გუკასიანი, ტელეკომპანია "ბორჯომის" ოპერატორი
Print