Error
სოციალური ვიდეო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 6 სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს (R)
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 6 ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი, თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება ოთხ სოფელში აშენდება.

ციხისჯვარში, ტბაზე, ბალანთასა და ყვიბისში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მოსახლეობა, ძველი და დაზიანებულის ნაცვლად, ახალი ამბულატორიებით ისარგებლებს.

რეაბილიტაცია უტარდება ქვაბისხევში არსებულ ამბულატორიას. ახალი სასწარფო დახმარების ცენტრი შენდება ბაკურიანში.

ყველა ობიექტზე სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.




Print