სოციალური ვიდეო
ბუნების შემეცნებითი ბილიკი და საკარვე ადგილი ბორჯომში
ბორჯომში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიაზე, კერძოდ: პლატო-სადგერის მიმდებარედ, მოეწყო თანამედროვე სახის "საკემპინგე" ადგილი საჭირო ინფრასტრუქტურით. ადგილზე არსებობს საპიკნიკე მაგიდა, ცეცხლის დასანთები, საპირფარეშო და საშხაპე ადგილები. საკარვე ადგილი აღიჭურვა ჰელიო სისტემით, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაანათონ საკარვე ადგილი, ასევე დამუხტონ თავიანთი ელექტრო მოწყობილობები (ტელეფონები, სმარტფონები, ფოტოაპარატის ელემენტები და ა.შ)

მსურველებს შეუძლიათ გაისეირნონ ბუნების შემეცნებით ბილიკზე, სადაც განთავსებულია 8 საინტერპრეტაციო დაფა და მოწყობილია დასასვენებელი ადგილი. შემდეგ კი მოაწყონ პიკნიკი და გაატარონ დრო სასიამოვნოდ.




ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი. პროექტს ახორციელებს სახეობათა კონსერვაციის კვლევითი ცენტრი ‘’ნაკრესი“ , არასამთავრობო ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან პარტნიორობით.

Print