სოციალური ვიდეო
მესხური დარბაზები
სოფელ საროში შემორჩენილია 15-მდე მესხური დარბაზი. 50 წლის წინ, ასპანიძე-ფანასკერტელების დარბაზში 5 ძმა, ოჯახებთან ერთად ცხოვრობდა. ახლა ადგილზე ყველაფერი დაზიანებულია.

მესხური დარბაზი 12 ბოძზეა აგებული, რომელსაც თავისი დატვირთვა ჰქონდა. მიწურ სახლში, 3 სამალავია შემორჩენილი. აქ ინახებოდა ოქრო-ვერცხლი და ფული.

მესხური დარბაზები დაზიანებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას. დაგეგმილი იყო მათი აღდგენა/რეაბილიტაცია ტურისტული თვალსაზრისით, თუმცა მას შემდეგ სამუშაოები არ დაწყებულა და ამის შესახებ ინფორმაცია ვერც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან მივიღეთ.
Print