სოციალური ვიდეო
იცავენ თუ არა მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს?
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2019 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვალების ყველაზე მეტი ფაქტი სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია.გასულ თვეებში სიჩქარის გადაჭარბებით დაიღუპა 27 ქვეითი,ხოლო დაშავდა 214. საპირისპირო ზოლში გადასვლის დროს მომხდარი ავტოსაგზო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 24, დაშავდა 359,ალკოჰოლური თრობის ქვეშ დაიღუპა 6,დაშავდა 145.
თბილისსა და რეგიონებში გასული 6 თვის მანძილზე,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 53 ქვეითი და დაშავდა 752.

ქვეყნის მასშტაბით,გასულ თვეებში გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა კი ასეთია:
• ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - 234 132 დარღვევა;
• სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - 175 988 ფაქტი;
• სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ - 119 813 შემთხვევა;
• გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა - 56 851 სამართალდარღვევა;
• იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (ფიზიკური პირი) - 44 314 ფაქტი;
• ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 43 993 შემთხვევა;
• მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა - 37 423 დარღვევა.


საინტერესოა რა ვითარებაა ბორჯომში და რამდენად იცავენ მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს.ადგილობრივებმა ამ კითხვაზე არაერთგვაროვანი პასუხები გაგვცეს,ნაწილს ე.წ "ზებრა" გადასასვლელზე გადასვლის ეშინია,ნაწილი კი კანონმორჩილი მძღოლების მადლიერია.დღეს, ისიც კი გვითხრეს,რომ საგზაო მოძრაობის წესებს ჩამოსული დამსვენებლები არღვევენ და ბორჯომელი მძღოლები ამ კუთხით სანიმუშოები არიან.


Print