სოციალური ვიდეო
რა სჭირდება ბორჯომის ცენტრალურ პარკს განვითარებისთვის?
ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი, ქალაქის სავიზიტო ბარათია, მაგრამ პარკი უკვე დიდი ხანია ვეღარ აკმაყოფილებს, ვერც ადგილობრივების და ვერც ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორების მოთხოვნებს. მოძველებულია ატრაქციონები და ინფრასტრუქტურა, ერთადერთი რაც უცვლელი და მიმზიდველია იქ არსებული ბუნებაა. პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე ბორჯომის მერიამ წელს კონკურსი გამოაცხადა,კონკურსი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით გამოცხადდა და მისი მიზანი პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნება და განვითარება იყო.კონკურსის წესით შეირჩა გამარჯვებული კონცეფციის ავტორი ლევან ალიბეგაშვილი,რომელმაც საკუთარი ხედვა გააცნო მერიასა და ადგილობრივებს.

კონკურსის ფარგლებში შემუშავებული კონცეფცია,მოიცავს:

● ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების გრძელვადიან ხედვას;

● ისტორიულ-კულტურული ფუნქციის შენარჩუნება-განვითარებას;

● პარკის პერსპექტივაში გაფართოების ზონებს;

● სარეკრეაციო ფუნქციის განვითარებას;

● ფლორის მრავალფეროვნების შენარჩუნება-მოვლა-პატრონობას, (დეკორატიული სივრცეები), საჭიროების შემთხვევაში ახალი სახეობების დამატებას;

● ლანდშაფტური დიზაინის ხედვებს;

● პარკის ზონალური განვითარების ხედვას: სარეკრეაციო, დასასვენებელი, გასართობი, ტექნიკური და სხვა;

● მწვანე პარკირების ზონას;

● პარკის ინფრასტრუქტურული მოწყობის ხედვას, ბილიკებს, ატრაქციებს, გადაადგილების ტექნიკურ საშუალებებს;

დამატებით,რა სჭირდება ბორჯომის ცენტრალურ პარკს განვითარებისთვის,ამ კითხვით, დღეს, ადგილობრივებს მივმართეთ,მათი ნაწილი აქცენტს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე აკეთებეს,ნაწილს მიაჩნია რომ პარკის ტერიტორია დასასუფთავებელია,ნაწილს კი ექსტრემალური გართობა და ახალი ატრაქციონები სურს.როგორია ადგილობრივებისა და დამსვენებლების თვალით დანახული ცენტრალური ისტორიული პარკი, დეტალურად,ნახეთ, გამოკითხვაში.


Print