სოციალური ვიდეო
შეზღუდული საპარკინგე ადგილები ბორჯომში
ბორჯომში, ზაფხულის საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობთ. ქალაქში უფრო მეტი მანქანა მოძრაობს, ვიდრე ადამიანი. განსაკუთრებით გადატვირთულია რუსთაველის ქუჩა. მანქანის გაჩერება რთული საკითხია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე.

ზოგიერთ ქუჩაზე, მანქანები, გზის ორივე მხარესაა გაჩერებული. დავიწროვებულია გზის სავალი ნაწილი და მანქანისთვის გვერდის ავლა პრობლემურია. გაჩერებულ მანქანებს, ე.წ. "ზებრა გადასასვლელებამდეც" ხშირად შენიშნავთ. ამის გამო, სიფრთხილე მართებთ ფეხისთმოსიარულეებსაც და მძღოლებსაც.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში აღიარებენ, რომ ქალაქში საკმარისი საპარკინგე ადგილი არ არის.
Print