სოციალური ვიდეო
მარტო სოფელში
ტიმოთესუბნელი ნათელა ლომიძე ეთნიკური ოსებისგან დაცლილ სოფელში მარტო ცხოვრობს. წლების წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში სამუშაოდ წავიდა. უკვე 25 წელია ფერმაში მუშაობს და ძროხებს, ღორებს, ქათმებს და ინდაურებს უვლის. მარტო ცხოვრებას იმდენად მიეჩვია, რომ რთულად აღარ ეჩვენება. მთელ დღეს საქმეში ატარებს.
მიტოვებულ სოფელში არ არის ელ. ენერგია. დენს მზის პანელებით იღებს. ზაფხულობით ოჯახის წევრები აკითხავენ და ერთად შრომობენ. ზამთარში კი უკაცრიელ სოფელში მარტო რჩება.


Print
თეგები: წინუბანი /