სოციალური ვიდეო
თიბვის სეზონი
ზაფხულის ბოლო თვეს, ბორჯომის მაღალმთიან ზონაში თიბვის სეზონია. ზღვის დონიდან 1800 მეტრზე, ალპურ ზონაში მდებარე სოფლებში, მოსახლეობა ზამთრისთვის პირუტყვის საკვებს იმარაგებს. მკაცრი ზამთრის და დიდთოვლობის გამო, ადგილობრივებს საქონლის გამოკვება 6-7 თვის განმავლობაში უწევთ. ერთმა ოჯახმა 700-800 შეკვრა თივა უნდა მოაგროვოს. მაღალმთიანი ზონის მცხოვრებლებს, სათიბი ტერიტორიები არ ჰყოფნით და იჯარით უწევთ მიწების აღება. სამუშაო პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ქალები და ბავშვები.



Print