სოციალური ვიდეო
ქალაქის ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში (R)
11 აგვისტოს ბორჯომში, ქალაქის ღია პირველობა გაიმართა, ქართულ ჭიდაობაში. სპორტული ღონისძიების ორგანიზატორი ბორჯომის მუნიციპალიტეტი და სასპორტო სკოლა იყო. მონაწილეობდნენ სპორტსმენები საქართველოს რეგიონებიდან. ტურნირი ხუთ წონით კატეგორიაში ჩატარდა. გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები და თასები გადაეცათ.




Print