სოციალური ვიდეო
აჩიკო ნიჟარაძის კონცერტი ბორჯომში (R)
ბორჯომის ცენტრალურ პარკში, კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა. ღია ცის ქვეშ, მაყურებლების წინაშე ამჯერად, აჩიკო ნიჟარაძემ იმღერა. კონცერტს, ადგილობრივები და დამსვენებლები ესწრებოდნენ. მსმენელებს შორის ჭარბობდნენ ბავშვები, რომლებმაც სცენა "დაიპყრეს".

მომღერალმა ყველასთვის საყვარელი ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულა. კონცერტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით გაიმართა. ღონისძიება, ზაფხულის კულტურული პროგრამის ფარგლებში შედგა.

ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტებს აგრძელებს მუნიციპალიტეტი. მასშტაბური იქნება შემდეგი ღონისძიება, კულტურულ-სპორტული აქტივობებით. 17 აგვისტოს, ბორჯომი, სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს.
Print