სოციალური ვიდეო
შვილის დასახმარებლად ნასწავლი ხელსაქმე
აფხაზეთიდან დევნილი ხათუნა თოდუა უკვე მეორე წელია ბორჯომის ცენტრალურ პარკში აბადოკებს ყიდის. ხელსაქმე ინტერნეტით ისწავლა, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით.
მისი შვილი 27 წლის მთვარისა ქარჩავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ამის გამო მას დედა ვერ ტოვებს და მუშაობას ვერ ახერხებს.
მათი ოჯახის შემოსავალი შვილის პენსია და დევნილის დახმარებაა, რომელიც მთლიანად მთვარისას წამლების და პირადი ნივთების შეძენას სჭირდება.


Print