სოციალური ვიდეო
უნიკალური მესხური ვაზი ვარძიის ტერასებზე
ახალციხელი მეღვინე გიორგი ნათენაძე ვაზის უძველეს და მივიწყებულ ჯიშებს იძიებს. 24 სახეობის იშვიათი ჯიშის ვაზი ვარძიის ტერასებზე გააშენა. 10 ჰექტარ ფართობზე სულ 30 ათასი ძირია დარგული. უძველესი ვაზის ისტორიით ტურისტები ინტერესდებიან. აღდგენილ ტერასულ მევენახეობას უამრავი მნახველი ჰყავს.
ახალგაზრდა მეღვინე აქ მარნის და სადეგუსტაციო დარბაზის მოწყობას გეგმავს.


Print