სოციალური ვიდეო
რამდენად შეესაბამება ბორჯომში არსებული სერვისი ფასებს?

ბორჯომში, საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია.ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მათივე ინფორმაციით ,ყველაზე მეტი ტურისტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩამოდის.


ბორჯომი, ტურისტული თვალსაზრისით განვითარდა და დამსვენებლებს როგორც 5 ვარსკვლავიანი, მაღალი დონის სასტუმროები, ასევე საოჯახო სასტუმროები პერიფერიებშიც ემსახურებიან.5 ვარსკვლავიან სასტუმროებში სტანდარტული ნომრის საფასური 560 ლარიდან იწყება,რაც შეეხება საოჯახო სასტუმროებს აქ ერთი ღამის გათევა, კვების გარეშე, 30-40 ლარადაა შესაძლებელი.ბორჯომში ჩამოსულ დამსვენებლებს,შეუძლიათ ბინა ადგილობრივებისგან დაიქირავონ,აქ ერთი ადამიანის დღიური საფასური 20-25 ლარს შეადგენს.
სრული დატვირთვით მუშაობს ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი, რომელიც დღე და ღამე სავსეა ადგილობრივი დამსვენებლით თუ საზღვარგარეთიდან ჩამოსული ვიზიტორით. პარკში შესვლა ერთი დღის განმავლობაში 2 ლარია, დაახლოებით 2-3 ლარი ღირს საბავშვო ატრაქციონები.

დამსვენებლების უმრავლესობა აცხადებს,რომ საკურორტო ქალაქში არსებული ფასები მისაღები და სერვისის პროპორციულია,დამსვენებლების ნაწილი კი ხაზს ხელოვნურად „გაბერილ“ ფასებს უსვამს და სერვისით არც თუ ისე კმაყოფილია.

 


Print