სოციალური ვიდეო
როგორ აისახა ლარის კურსის ცვლილება თქვენს ბიუჯეტსა და ყოველდღიურობაზე?
ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრმა ვარდნამ, საზოგადოება შეაშფოთა. ბოლო ექვს თვეში, ლარი დოლართან მიმართებაში 30 თეთრით გაუფასურდა, თუ თებერვალში ეროვნული ბანკის მიხედვით 1 დოლარი 2,63 ლარი ღირდა, ივლისში 1 დოლარის შეძენა მინიმუმ 2.92 თეთრად იყო შესაძლებელი, აგვისტოს დასაწყისში კი 1 დოლარმა 1,98- 3,00 მიაღწია. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს,აქ ერთი დოლარის ფასი 3 ლარს ივლისის ბოლოდან აჭარბებს.

ლარის დასტაბილურების მიზნით ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებს აგვისტოს დასაწყისში მიმართა.ეროვნული ბანკის განცხადებით: “ გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია“. ლარის შემდგომი გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარი გაყიდა. დღეის მდგომარეობით ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.93-ია.

ლარის გაუფასურება უარყიფითად აისახა ფასებზე, განსაკუთრებით გაძვირდა სურსათი და მედიკამენტები.ბორჯომში მცხოვრები ადგილობრივები აცხადებენ,რომ ლარის გაუფასურებამ მოსახლეობა გააღარიბა და მათ პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენაც კი უჭირთ.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.