სოციალური ვიდეო
რძის საწარმო მთაში
ბორჯომის და ახალქალაქის მაღალმთიანი ზონის მოსახლეობას რძის რეალიზაციაზე ფიქრი და ზრუნვა აღარ უწევთ. ყოველდღე, დილას და საღამოს რძეს საწარმოს აბარებენ. რძის გადამამუშავებელი საწარმო „ალპური“, ზღვის დონიდან 1860 მეტრზე, სოფელ ჭიხარულაში ფუნქციონირებს. მთაში მოქმედი საწარმო ზედა ზონაში არსებულ, ნატურალურ რძეს სრულად ითვისებს და ყველს აწარმოებს.

საწარმოში 4 სახეობის ყველი მზადდება. „ალპურით“ პირველ ეტაპზე ქსელური მაღაზიები და სასტუმროები მარაგდებოდა. ახლა პროდუქტი ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში შედის.

საწარმოს დღეში 10 ტონა რძის გადამუშავება შეუძლია, იმის გამო, რომ რძის რესურსი საკმარისი არ არის ახლა ამის ნახევარს ამუშავებს.

"ალპურში" ძირითადად ბორჯომის მაღალმთიანი ზონის მცხოვრებლები მუშაობენ. ამჟამად 16 ადამიანია დასაქმებული


Print