სოციალური ვიდეო
ფუძეობა 2019 (R)
რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ წელს სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო. სახალხო დღესასწაულს ამჯერად დაბა ბაკურიანმა უმასპინძლა. ფესტივალის მიზანია საქართველოს რეგიონული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. ფესტივალში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტმა მიიღო. ჩატარდა ფოლკლორული კონცერტი. მოეწყო ფაცხები, სამეწარმეო მარკეტი, ეთნოგრაფიული კუთხეები. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მხარისთვის დამახასიათებელი კულინარია და რეწვა. ღონისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
Print