სოციალური ვიდეო
სერგოს ნაზუქი
84 წლის სერგო პაპა, ყოველ დილით, ნაზუქის ცომს დამოუკიდებლად ზელს. სერგო გოგოლაძე პირველია, ვინც სურამში ნაზუქების ცხობა და გაყიდვა დაიწყო. 20 წელია, რაც ნაზუქების ბიზნესით ცხოვრობს. საქმეში ოჯახის წევრები ეხმარებიან.

დღის განმავლობაში, ცომი იმდენჯერ იზილება, რამდენი მომხმარებელიც ჰყავს. წელიწადის ნებისმიერ დროს, მათ ჯიხურთან, არ წყდება მსურველების რიგი. სერგოს ნაზუქი, არამხოლოდ სურამში, არამედ მთელ საქართველოშია ცნობილი.
Print