სოციალური ვიდეო
სურამის ციხე
სურამის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. აგებულია ორი გზის გასაყარზე: მიემართება დასავლეთისკენ და ბორჯომის ხეობით სამხრეთისკენ. ისტორიკოსების აზრით, სურამის ციხე, განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში აიგო. ნაგებობათა კომპლექსში შედის: გალავანი, ციხე, წმინდა გიორგის ეკლესია და სასახლე. ლეგენდის თანახმად, კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი ზურაბი.

ისტორიული ძეგლი დაზიანებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას. სურამის სტუმრები თუ დაინტერესებული მოქალაქეები, ციხეს ხშირად სტუმრობენ. სურამელების თქმით, ციხე უყურადღებოდაა დარჩენილი და საჭიროებს მიხედვას. ადგილობრივები, ციხეზე, დამთვალიერებლებისთვის,
გიდის დანიშვნას ითხოვენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ციხის რეაბილიტაციას გეგმავს. აგვისტოდან იგეგმება, არქეოლოგიური შესწავლა და შემდგომ რესტავრაცია.
Print