სოციალური ვიდეო
რკინის წყალი
ბუნებრივი წყარო, სურამში, დაბის ცენტრში მდებარეობს და კეთილმოწყობილია. “რკინის წყალი”, რკინის ჟანგის შემცველობის გამო დაერქვა. შემჩნეულია ერთი საუკუნის წინ.

გამოიყენება ანემიის ანუ სისხლნაკლებობის დროს. ასევე რეკომენდებულია, მედიკამენტებთან ერთად,
თვალის, ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.

1950 წლიდან ამ ადგილზე, აბანო ფუნქციონირებდა, დამსვენებლები იღებდნენ აბაზანებს. აბანოში წყალი მილებით შედიოდა, თბებოდა და შემდეგ ჩაედინებოდა. აბანო ამჟამად, აღარ ფუნქციონირებს. წყალი ბიუვეტიდან იღვრება. დღესდღეობით, რკინის წყალს, უამრავი სტუმარი აგემოვნებს.
Print