სოციალური ვიდეო
ცეკვა რაჭული - გორგოლაჭებზე
ეს სიფრიფანა გოგო - 9 წლის ნატალი ბარდაძეა ბორჯომიდან. პატარა ქორეოგრაფმა, ცეკვა რაჭული, გორგოლაჭებზე პირველად შეასრულა. ნატალი, ქართულ ხალხურ ცეკვებს უკვე 4 წელია სწავლობს, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში. გორგოლაჭებზე დგომაც სწორედ 4 წლის წინ, დამოუკიდებლად სცადა.

ნატალიმ მიზანს მიაღწია. ისწავლა გორგოლაჭებზე დგომა და ცეკვა. ახლა მის გეგმებში, გორგოლაჭებით სხვა ქართული ცეკვების შესრულებაა.
Print