სოციალური ვიდეო
გოგირდის აუზი
გოგირდის აუზი, ბორჯომის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. გოგირდის აუზამდე, ბორჯომის პარკის გავლით, მდ. ბორომულას გასწვრივ, ბილიკი მიგიყვანთ.

გოგირდწყალბადიანი წყლის სამკურნალო თვისებები, ცნობილია უძველესი დროიდან. აუზის საშუალო ტემპერატურა 32-38° გრადუსია. აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. მოქმედებს სახსრებზე, კანზე,
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ენდოკრინულ სისტემაზე. ასევე ეფექტურია, ხერხემლისა და პერიფერიული ნერვული სისტემისათვის და სხვა. გოგირდის აუზს სტუმრობენ როგორც მკურნალობის მიზნით, ასევე დასასვენებლად.

ბურღილთან ახლოს მდებარე, ნახევარწრის ფორმის აუზში, ყველაზე თბილი წყალია. მართკუთხა აუზი უფრო დიდია და სიღრმეც აქვს. მომცრო კი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. აქვეა გასახდელები და საშხაპეები. სტუმრებისთვის ტერიტორია კეთილმოწყობილია.
Print