სოციალური ვიდეო
რა პრობლემები აქვთ აბასთუმანში მცხოვრებლებს?
მოსაწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დაბინძურებული სასმელი წყალი, დანაგვიანებული ქუჩები და პარკი - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაც აბასთუმანში მცხოვრებლებს და კურორტის სტუმრებს ერთნაირად აწუხებთ. მათი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, სასურველი იქნებოდა უფრო ადრე დაწყებულიყო და დამსვენებლებს ზაფხული მტვერში არ გაეტარებინათ. ასევე აცხადებენ, რომ აბასთუმაში პრობლემაა სერვისი და მომსახურება, რაზეც კერძო სექტორს ამ საკითხის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ. ადგილობრივები, დამსვენებლების შემცირებულ რაოდენობაზეც წუხან და იმედოვნებენ, რომ ცნობილი კურორტი ყველასთვის მიმზიდველი გახდება.





აბასთუმაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. კერძოდ: გაუმჯობესდება წყალმომარაგება, მოწესრიგდება საკანალიზაციო ქსელი, დაიგება გზები და ა.შ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბასთუმანი იქნება სუფთა და კეთილმოწყობილი კურორტი როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე დამსვენებლებისთვის.
ადგილობრივ თვითმმართველობაში, ხალხს პრობლემებზეც პასუხობენ და ამბობენ, რომ გამომდინარე იქიდან რომ მაღალმთიანი ზონაა, სამუშაოები აქ უფრო ადრე ვერ დაიწყებოდა. აღნიშნული პროექტი 18 თვიანია და 2020 წელს უნდა დასრულდეს.

Print