მოსაწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დაბინძურებული სასმელი წყალი,
დანაგვიანებული ქუჩები და პარკი - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაც
აბასთუმანში მცხოვრებლებს და კურორტის სტუმრებს ერთნაირად აწუხებთ.
მათი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ამჟამად
მიმდინარეობს, სასურველი იქნებოდა უფრო ადრე დაწყებულიყო და
დამსვენებლებს ზაფხული მტვერში არ გაეტარებინათ. ასევე აცხადებენ, რომ
აბასთუმაში პრობლემაა სერვისი და მომსახურება, რაზეც კერძო სექტორს ამ
საკითხის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ. ადგილობრივები, დამსვენებლების
შემცირებულ რაოდენობაზეც წუხან და იმედოვნებენ, რომ ცნობილი კურორტი
ყველასთვის მიმზიდველი გახდება.
აბასთუმაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და
დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
კერძოდ: გაუმჯობესდება წყალმომარაგება, მოწესრიგდება საკანალიზაციო
ქსელი, დაიგება გზები და ა.შ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სამუშაოების
დასრულების შემდეგ, აბასთუმანი იქნება სუფთა და კეთილმოწყობილი
კურორტი როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე დამსვენებლებისთვის.
ადგილობრივ თვითმმართველობაში, ხალხს პრობლემებზეც პასუხობენ და
ამბობენ, რომ გამომდინარე იქიდან რომ მაღალმთიანი ზონაა, სამუშაოები
აქ უფრო ადრე ვერ დაიწყებოდა. აღნიშნული პროექტი 18 თვიანია და 2020
წელს უნდა დასრულდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.