სოციალური ვიდეო
ნაზუქების მხარე
ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამი - ნაზუქების მხარედ ითვლება. დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ადგილობრივებს ნაზუქით ხელში, ხშირად შეხვდებით. ადგილობრივები ნაზუქს, გრიგოლ სურამელის ქუჩაზე, გზის ორივე მხარეს ჰყიდიან. სურამში, თონე 200-მდე ოჯახს აქვს. თონეში ნაზუქები, ყოველ დილით ადრე ცხვება. ნაზუქი 2 ლარი ღირს. საოჯახო ბიზნესი, სურამელებისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა. ნაზუქების ცხობა და გაყიდვა სურამში, 20 წლის წინ დაიწყო. ადგილობრივები, ნაზუქებს, ზამთარ-ზაფხულ ჰყიდიან. ნაზუქების გასაყიდად, ყველაზე მომგებიანი სეზონი, სურამელებისთვის ზაფხულია.
Print