სოციალური ვიდეო
რა პრობლემები აქვთ ადიგენში მცხოვრებლებს?
ადიგენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ადგილობრივები პრობლემებზეც საუბრობენ. გზა, სასმელი წყალი გრაფიკით, სარწყავი წყალი, გასართობი საშუალებების ნაკლებობა დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც, ასევე მთამდე მისასვლელი გზის პრობლემა და იქ არარსებული ელექტროენერგია. ეს ის პრობლემებია, რაზეც ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტები კამერებთან ღიად საუბრობენ.




ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ წყლის სისტემის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების კომპანიამ 1 თვის წინ დაიწყო, შეიცვლება გაყვანილობა, დაგეგმილია საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია.

შიდა ქსელის დაქსელვის შემდეგ, დაბა ადიგენის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება და მოხდება გამრიცხველიანება. მიწისქვეშა კომუნიკიაციების მოწესრიგების შემდეგ იგეგმება გზის რეაბილიტაციაც. სავარაუდოდ 2020 წლისთვის დასრულდება სამუშაოები.
ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აპირებენ გასართობი ადგილების მოწყობას, რისთვისაც 2 მილიონ 400 000 ლარი დაიხარჯება. დაგეგმილია ბავშვებისთვის ველო ბილიკების, სკვერების და სხვა გასართობების მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები სავარაუდოდ 2020 წლიდან დაიწყება.
რაც შეეხება მთამდე მისასვლელ გზას, ამბობენ რომ იქ გრუნტის გზაა, რომელიც 10-20 კმ-ით არის დაშორებული ცენტრიდან. გაზაფულიდან კი ხდება აღნიშნული გზების გაწმენდითი სამუშაოები.

Print