სოციალური ვიდეო
აპოხტის ხინკალი
აპოხტის ხინკალი - მესხური ტრადიციული კერძია და ამ კუთხეში საკმაოდ მოთხოვნადია. მესხურ ტრადიციულ კერძს, სადღესასწაულოდ, თითქმის ყველა ოჯახში ამზადებენ.
აპოხტი, საქონლის ხორცისგან მზადდება. დამარილებულ ხორცს ხის გობში ინახავენ. ერთკვირიანი შენახვის შემდეგ ხორცი ირეცხება. ზამთრის განმავლობაში კი აშრობენ. გამომშრალი და დამარილებული ხორცი, მეომრებს ომში მიჰქონდათ. აპოხტის ხინკლის მომზადება, საკმაოდ შრომატევადია.
Print