სოციალური ვიდეო
ყოფილი შახტების ქალაქი
ვალეში, 30 წლის განმავლობაში, მურა ნახშირის მომპოვებელი 4 შახტა მუშაობდა. შახტებში, ვალელები და მეზობელი ქალაქებიდან ჩასული ადამიანები მუშაობდნენ. მესხეთ-ჯავახეთში, აღნიშნული შახტები ერთადერთი იყო , რომელიც ამარაგებდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხნებს.

ვალე, როგორც ქალაქი, წარმოიქმნა მურა ნახშირის მოპოვებასთან დაკავშირებით. დაბალი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გამო ნახშირის მოპოვება 1974 წლიდან შემცირდა. ვალეში ამჟამად, არცერთი შახტა აღარ ფუნქციონირებს. ორი სრულად განადგურებულია. შემორჩენილი შენობები კი უფუნქციო და დაკეტილია. ინფრასტრუქტურა დაზიანებული. ერთ დროს ხალხით სავსე შენობაში, ახლა უცხო პირთა შესვლა აკრძალულია.
Print