სოციალური ვიდეო
სიყვარულის ხიდი
ბორჯომის ცენტრალურ-ისტორიულ პარკში სიყვარულის ხიდი უამრავ ვიზიტორს იზიდავს. ხიდს ძირითადად შეყვარებული წყვილები სტუმრობენ. აქვე გასაყიდად გამოტანილ ბოქლომებზე სახელებს აწერენ, ხიდის მოაჯირზე ამაგრებენ და გასაღებს მდინარეში აგდებენ. ამით სიმბოლურად მარადიულ სიყვარულს გამოხატავენ. ხიდზე არაერთი წყვილის სიყვარულის ბოქლომია.
Print