სოციალური ვიდეო
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს გიდი?
სხვადასხვა ტურისტულ ადგილზე, უამრავ გიდს შეხვდებით, რომლებიც ტურისტებს წინ მიუძღვებიან და ქვეყნის, კონკრეტული ღირსშესანიშნაობების შესახებ ისტორიას აცნობენ. მათი რაოდენობა, განსაკუთრებით ზაფხულის საკურორტო სეზონზე მატულობს, რადგან საქმიანობა შედარებით შემოსავლიანია. რეგიონებში და კერძოდ ბორჯომში, გიდის შემსწავლელი კურსები არ არის. აქედან გამომდინარე, ადგილობრივებიც და დამსვენებლებიც ამბობენ, რომ ქვეყანაში კვალიფიციური გიდების დეფიციტია, ისინი თვითნასწავლები არიან და ტურისტებს ხანდახან დამახინჯებულ ისტორიასაც უყვებიან საქართველოს და ქართველების შესახებ.

რამდენიმე წელიწადში, ბორჯომში პროფესიული სასწავლებელი აშენდება, სადაც სხვა პროფესიებთან ერთად, დაანონსებულია რომ იქნება გიდის შემსწავლელი კურსებიც და შესაძლოა აღნიშნული პრობლემა საკურორტო ქალაქში მოგვარდეს. თუმცა საკითხის გადაჭრამდე, ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე - რა მოთხოვნებს უნდა კმაყოფილებდეს გიდი? გამოკითხულა რესპონდენტებმა თითქმის ერთგვაროვნად გვიპასუხეს.






Print