სოციალური ვიდეო
რა ცვლილებების მოტანა შეუძლია სამოქალაქო აქტივიზმს?
მოქალაქეს დაბადებიდან აქვს სიცოცხლის, თავისუფალი განვითარების, პირადი ცხოვრების თუ საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლება;
უფლებებთან ერთად, მოქალაქეს აქვს ვალდებულებებიც, რომლებიც ასევე განსაზღვრულია კანონით. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „საქართველოს დაცვა ყოველი მოქალაქის მოვალეობაა“. "დემოკრატიულად ორგანიზებული სახელმწიფო ესწრაფვის აღზარდოს არა მარტო პიროვნება, არამედ, პირველ ყოვლისა, მოქალაქე.

ბოლო პერიოდში, საქართველოში რამდენიმე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. სხვადასხვა დროს, მოქალაქეები საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდნენ და აღნიშნული მოთხოვნებით ქუჩაში გამოვიდნენ. ერთ-ერთი ბოლო აქცია, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს, მისი მიზეზი გახდა, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განკუთვნილი ადგილიდან მიმართვა. ამის გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდა, რასაც მოჰყვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პოსტიდან წასვლა. აქტივისტები ახლა შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

რა ცვლილებების მოტანა შეუძლია სამოქალაქო აქტივიზმს? კითხვაზე, გამოკითხულმა რესპონდენტებმა არაერთგვაროვნად უპასუხეს


Print