სოციალური ვიდეო
თხელი ლავაში თონეში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ე.წ ზედა ზონის სოფლებში, პურს ძირითადად ოჯახებში აცხობენ. ტრადიციულად თხელი ლავაში თონეში ცხვება. ბორჯომის მაღალმთიანი ზონის სოფლებში მოლითში, ტაბაწყურში და ჭიხარულაში ეთნიკური სომხები ცხოვრობენ.

70 წლის მანია ბარბარიანი მოლითში ცხოვრობს. ლავაშის ცხობა დედისგან ისწავლა და უკვე 50 წელია კვირაში სამჯერ, გახურებულ თონეში აცხობს. ნახეთ როგორ ცხვება თხელი ლავაში თონეში.


Print