სოციალური ვიდეო
ხატვა კედელზე და ტილოზე
რევაზ ხითარიშვილს, სახლის კედლები საკუთარი ხელით აქვს მოხატული. საკუთარი სახლის გარდა, მოხატული აქვს მეზობლების სახლის კედლებიც.

რევაზ ხითარიშვილი ვალეში ცხოვრობს. 43 წელია ხატავს კედელზე და ტილოზე. რევაზ ხითარიშვილი, ხატვას მოსწავლეებსაც ასწავლიდა. ხატვა მისი პროფესიაც არის და შემოსავლის წყაროც. ღირებულება ნახატზეა დამოკიდებული. საშუალო ფასი 150-დან 15000 ლარამდეა.

43 წლის განმავლობაში, შექმნილი აქვს 1000-ზე მეტი ნამუშევარი. მისი ნამუშევრები სახლში ინახება. მხატვარი, რეგიონში პერსონალური ფოტო გამოფენის მოწყობას გეგმავს


Print