სოციალური ვიდეო
საძოვრების დროებითი სტუმრები
ცხრაწყაროს უღელტეხილს ამჟამად სეზონური სტუმრები ჰყავს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 2462 მ სიმაღლეზე, ათასობით ცხვარია საძოვრებზე შეფენილი. მწყემსებს, ცხვრები კახეთიდან გადმოჰყავთ. სუბალპური მდელოს ბალახი იზიდავს წვრილფეხა საქონელს. მწყემსები მთაში, ოჯახებთან ერთად ბანაკებში ცხოვრობენ. ისინი მაისში ჩამოვიდნენ და აქაურობას სექტემბერში დატოვებენ
Print