სოციალური ვიდეო
ახალბედა ხის ოსტატი
შალვა თამაზაშვილი, ახალბედა ხის ოსტატია. 25 წლის ახალგაზრდა, ხის სუვენირების დამზადებას სწავლობს. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, 9 თვეა ხელობას სწავლობს. წარმატებულ მოსწავლეს შესრულებული აქვს 15-მდე ნამუშევარი.

ხეზე მუშაობა ბავშვობიდან უნდოდა, ამის შესაძლებლობა კი ცენტრში მიეცა. შალვას მიზანია, საყვარელი პროფესია, მის შემოსავლის წყაროდ იქცეს.
Print