სოციალური ვიდეო
"რაბათი" - ტოლერანტობის სიმბოლო
ახალციხის ციხე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სავიზიტო ბარათია. აქ სტუმრებს ერთდროულად შეუძლიათ გაეცნონ, ისტორიულ და თანამედროვე ნაწილს. ისტორიულ ნაწილშია: მეჩეთი, ჰარამხანა, ციტადელი.თანამედროვე ნაწილში კი ღვინის სახლი, რესტორნები, მაღაზიები, სასტუმრო და ქორწინების სახლი.

ციხის ისტორია, ახალციხის ისტორიასთან ერთად, მე-9 საუკუნიდან იწყება. ციხე, ჯაყელების რეზიდენცია იყო. ოსმალების დროს აშენდა მეჩეთი, მინარეთი და მედრესე.

ციხის რეკონსტრუქცია და ახალი სიცოცხლე, 2011 წლიდან დაიწყო. რაბათი, რომელიც ერთადერთი პატარა უბანია, აღიარებულია ტოლერანტობის სიმბოლოდ, რადგან ერთმანეთის გვერდიგვერდ არის რამდენიმე აღმსარებლობის ეკლესია.


Print