სოციალური ვიდეო
კარვების ერთადერთი მკერავი რეგიონში
სამცხე-ჯავახეთში, ხატია კაკაჩაშვილი, ერთადერთია ვინც ბავშვებისთვის კარვებს კერავს. არქიტექტორ-რესტავრატორი, საკუთარი პროფესიითაც მუშაობს და პარალელურად კერავს კარვებს.   კარვები 9 წლამდე ბავშვებისთვის არის გათვლილი. დამკვეთები საქართველოდან ჰყავს. ხშირად ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან. კარვები არის მრავალჯერ გამოყენებადი. შეგიძლიათ ზღვაზე, მთაში და ნებისმიერ ადგილას წაიღოთ.

საყვარელი საქმე ხატიამ ბიზნესად, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის დაფინანსებით აქცია. ბავშვობის ოცნება აიხდინა, შეიძინა საკერავი მანქანები და ახლა ბიზნესის გაფართოებას აპირებს. K&K ახალი კარვების და დედა-შვილის ხაზით ტანსაცმლის შეკერვასაც გეგმავს. ვალეში ახალი ფართიც შეიძინა, სადაც სამკერვალოს გახსნის და მოაწყობს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასაც.
Print