ადამიანური ისტორიები
მესხი ძმების მესხური ტრადიცია
მესხურ ქადას, რომელიც ტრადიციული კერძია, მესხეთში თითქმის ყველა ოჯახში აცხობენ, ახალციხეში კი "ფურანო" ერთადერთი კაფე-ბარია, სადაც მისი დაგემოვნება ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს შეუძლიათ.

მესხი ძმების ბიზნესი, მესხურ კერძებთან და ტრადიციასთან არის დაკავშირებული. სოსო და გიორგი თელიაშვილებმა ბიზნესი სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" დაფინანსებით დაიწყეს და მათი მიზანი მესხური სამზარეულოს პოპულარიზებაა.

ძმები თელიაშვილები, მენიუში მესხურ ქადასთან და აპოხტთან ერთად, სხვა მესხური კერძების დამატებასაც აპირებენ.
Print