სოციალური ვიდეო
"ბოტანიკური ბაღი" ეზოში
გოდერძი ღონღაძემ საკუთარ ეზოში ბოტანიკური ბაღი გააშენა.პროფესიით აგრონომ-დეკორატორი, მარადმწვანე, დეკორატიულ მცენარეებს 25 წელია აგროვებს და სოფელ ჩითახევში, საკუთარ ეზოში რგავს.

ის მცენარეები, რომლებიც წლების წინ ბორჯომს ამშვენებდა, ახლა მის ეზოს ალამაზებს. გოდერძი ღონღაძის ეზოში, უნიკალური ჯიშის მცენარეებს ნახავთ. ყველა მარადმწვანეა.

მცენარეებთან ერთად 80 ძირ ფუტკარს უვლის და საკუთარ ეზოში ტურისტებასაც მასპინძლობს.




Print