სოციალური ვიდეო
ბერების სისხლით შეღებილი ქვები
ჩითახევის წმინდა გიორგის ტაძარი მწვანე მონასტერში IX-X საუკუნეში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების მიერ არის აგებული. სიმწვანეში ჩაფლულ სამონასტრო კომპლექსს „მწვანე მონასტერი“ უწოდეს. მონასტრის მახლობლად მდინარეში სისხლით შეღებილი ქვებია. გადმოცემის თანახმად სისხლი აქ მოღვაწე ბერების არის. ზამთარ-ზაფხულ ქვებზე სისხლი ერთნაირად ამჩნევია. სისხლიან ქვებს უამრავი მნახველი სტუმრობს.
Print