სოციალური ვიდეო
ცხოვრება მთაში
ვასო და ნათელა მეტრეველები, ბორჯომის მაღალმთიან სოფელ თორში 27 წელია ცხოვრობენ. თორი ბორჯომიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. წლების წინ მიტოვებულ სოფელში, ახლა 7 ოჯახია დასახლებული.

ნათელა და ვასო მეტრეველები თორში საკირიდან გადასახლდნენ, მთაში ცხოვრების სირთულის მიუხედავად, თორს მაინც არ ტოვებენ. ერთმანეთს ეხმარებიან, მესაქონლეობას მისდევენ და ასე გაჰყავთ ერთფეროვანი დღეები სოფელში, სადაც არც გზაა, არც ელექტრო ენერგია და წყლის მოტანაც სახლიდან მოშორებით არსებული ჭიდან უწევთ.







Print