სოციალური ვიდეო
ტაძარი და საციხისთავო ბერძნულ სოფელში
1861-1875 წლებში ბერძნების მიერ აშენებული ტაძარი სოფელ ციხისჯვარში წმინდა თევდორეს სახელობისაა. უგუმბათო, დარბაზული ტიპის ტაძარი ძირითადად დამუშავებილი ქვით არის აგებული.
ტაძარი ძველი ქართული ეკლესიის ადგილზეა აშენებული. აქვეა ციხის ნანგრევები და სამრეკლო.
ციხისჯვარი ისტორიული თორის საციხისთავო ერთეული იყო შუა საუკუნეებში. აერთიანებდა სადგერის ხეობას და ბაკურიანის მიდამოებს.


Print