სოციალური ვიდეო
"ველური ბუნების" პარკი
ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი და კავკასიაში პირველია ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი. პარკის ტერიტორია მდიდარია, იშვიათი ფლორისა და ფაუნის მოწყვლადი სახეობებით. პარკში, 64 სახეობის ძუძუმწოვარი და 217 სახეობის ფრინველია.

ეროვნულ პარკში, 12 განსხვავებული ბილიკია. ჯამში 250 კმ მანძილი. შეთავაზებაშია, სალაშქრო, საცხენოსნო, სამთო ველო ტურები, ზამთარში შესაძლებელია, თოვლის ფეხსაცმელებით ლაშქრობაც. ყველაზე მოთხოვნადი არის ლომის მთა, რომელიც ზღვის დონიდან 2198 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ველური ბუნების მოყვარულებს, ერთი ან რამდენიმე დღიანი ტურების დაგეგმვა შეუძლიათ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

აღნიშნულ ვიდეოში, გამოყენებულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული კადრები


Print