Error
სოციალური ვიდეო
ბორჯომში, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მე-3 საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ დაიხურა (R)
თენგიზ ამირეჯიბის სახ. მე-3 საერთაშორისო კონკურსი, ბორჯომში საზეიმოდ დაიხურა. 5 დღის განმავლობაში, მსოფლიოს 5 ქვეყნის, 50-მდე პიანისტი მონაწილეობდა. კონკურსი 4 ასაკობრივ კატეგორიაში, 6-25 წლამდე ახალგაზრებისათვის ჩატარდა. გამოვლინდა 16-მდე გამარჯვებული. გაიცა სოლიდური ფულადი პრემიები, დაწესდა სპეციალური პრიზიც.

კონკურსი 2015 წელს დაარსდა. ბოლო 2 წელია, საერთაშორისო სტატუსი აქვს. დაარსებიდან დღემდე, მისი აქტიური მხარდამჭერია ბორჯომის მუნიციპალიტეტი. კონკურსი მომავალშიც გაიმართება და ბორჯომის მუნიციპალიტეტის, კონკურსის ფინანსურ მხარდაჭერას მომავალშიც უზრუნველყოფს.
Print