სოციალური ვიდეო
ლონდონიდან ლომის მთაზე
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ქართველებთან ერთად არიან უცხოელი ტურისტები. ბოლო ოთხ წელიწადში ძირითადად გერმანია, რუსეთი და ისრაელი ლიდერობს. თუმცა ჩამოდიან სხვა ქვეყნებიდანაც.
ორმა ლონდონელმა მეგობარმა გადაწყვიტა ერთი თვე საქართველოში გაატაროს. ისინი ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულებას გეგმავენ. ჯესი დონიაკიუსი და არტურ გრინი ბორჯომში ლომის მთის დასალაშქრად ცხენებით გაემგზავრნენ.


Print