სოციალური ვიდეო
ინტერნეტით ნასწავლი მებაღეობა
მას შემდეგ, რაც დაცვის პოლიციაში მუშაობა დაასრულა და ახალციხის ერთ-ერთ სოფელში ბოსტნეულის სათბური ნახა, გადაწყვიტა თვითონაც ეცადა და მსგავსი, უკვე საკუთარ ეზოში გაეკეთებინა.

ოთარ მახარაშვილი საქმის დაწყებამდე, ინტერნეტით უამრავ ინფორმაციას გაეცნო, შემდეგ სპეციალისტებსაც დაეკითხა და ოჯახის წევრებთან ერთად, ერთ თვეში სათბურიც გააკეთა.

ბორჯომის კლიმატური პირობების გათვალისწინებით ნერგები შეარჩია და უკვე მოსავალიც მოჰყავს. სხვადასხვა ჯიშის კიტრზე და პომიდორზე მოთხოვნილებაც მზარდია.

ჯერ-ჯერობით სათბურს მეუღლესთან ერთად უვლის, გაფართოების შემთხვევაში კი ადგილობრივების დასაქმებას გეგმავს.





Print