სოციალური ვიდეო
ყვიბისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს (R)
ბორჯომის მერმა, ლევან ლიპარტიამ, სოფელ ყვიბისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
სოფლის შესასვლელში ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა დასასრულს უახლოვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას ადიდებული მდინარე საფრთხეს აღარ შეუქმნის.
მიმდინარეობს 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოწყობა. ასევე ხდება გზის ნაწილის ორმული შეკეთება.
170 ოჯახი უკვე სარგებლობს წყლისა და კანალიზაციის ახალი სისტემით.
სოფლის ცენტრში, ეწყობა სკვერი და საფეხბურთო მოედანი.
მალე ამორტიზებული ამბულატორიის ნაცვლად , ყვიბისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ამბულატორია აშენდება.


Print