სოციალური ვიდეო
სტუმრად საკუთარ სოფელში
ბორჯომიდან 41 კილომეტრში მდებარე სოფელი ციხისჯვარი ძირითადად ეთნიკური ბერძნებით არის დასახლებული. სოფელი ნახევრად დაცლილია, რადგან აქაურები სამუშაოდ საბერძნეთში წავიდნენ. ზაფხულის დადგომასთან ერთად ადგილობრივების რაოდენობა ორმაგდება. დასასვენებლად საკუთარ სოფელს უბრუნდებიან და შემოდგომამდე რჩებიან. შემდეგ კი ისევ საბერძნეთში ბრუნდებიან.
სოფელში დარჩენილ 120 ოჯახს მკაცრი ზამთრის პირისპირ უწევს შეხვედრა. სოფელში დღემდე არ არის ბუნებრივი აირი. საშეშე მერქნის შესაძენად კი დაახლოებით 700 ლარი სჭირდებათ.


Print
თეგები: ციხისჯვარი /