სოციალური ვიდეო
ქალების ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესი
ირმა მაღრაძე ერთ-ერთია, ვინც ბორჯომში ეკოლოგიურად სუფთა კენკრის მოყვანა დაიწყო. თანასოფლელ ქალებთან ერთად, დონორების დახმარებით, სოფელ დაბაში სადემონსტრაციო ნაკვეთი გააკეთა. მაშინ ყველა მათგანი უმუშევარი იყო, მალე საინტერესო საქმე ბიზნესად აქციეს. შემდეგ უკვე თანამოაზრეები მეზობელი სოფლებიდანაც შეუერთდნენ, მათ შორის კაცებიც და კოოპერატივი ჩამოაყალიბეს.

ახლა უკვე მარწყვი და ჟოლო დიდ ტერიტორიაზე მოჰყავთ. მათ მიერ მოყვანილ ბიო მარწყვზე დიდი მოთხოვნაა. რეალიზაციას ადგილზე ახდენენ და იმ შემთხვევაში თუ ტურისტებს სურვილი უჩნდებათ საკუთარი ხელით დაკრეფის საშუალებასაც აძლევენ.

ირმას მსგავსად, კენკრის ბიზნესში ჩართულებს შრომატევადი, მაგრამ საყვერელი საქმე და საკუთარი შემოსავალი აქვთ, რომლის გაფართოებასაც გეგმავენ.


Print