სოციალური ვიდეო
კავალერიის კორპუსი
ბორჯომში, კოსტავას სახელობის ბაღში, ე.წ. "კავალერიის კორპუსი" დანგრევის პირას არის. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, წლებია მიტოვებულია და უფუნქციოდაა დარჩენილი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მის აღდგენას გეგმავს. კავალერიის კორპუსში მოეწყობა გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი. სააგენტოს ინფორმაციით, იქნება არამხოლოდ მუზეუმი, არამედ კულტურული საგანმანათლებო ცენტრი.
Print